Wednesday, June 9, 2010

ტურიზმი საქართველოში

ტურიზმი საქართველოში


საქრტველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს.აქ შეიდცლება როგორც მთიანი რეგიონების განვითარება ისე ვაკე დაბლობების და შავი ზღვის ტერიტორიების ათვისება.ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი.

2009 წელს უცხოურ ტურისტულ ვებგვერდებზე საქართველო სამოგზაუროდ საფრთხისშემცველ ქვეყანათა სიაში მოხვდა.

თუმცა 2010 წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა შეიცვალა. ტურისტების ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. აჭარის ზღვისპირეთსა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით 2009 წელს აზერბაიჯანი ლიდერობდა. მეორე ადგილი თურქებმა დაიკავეს. ისინი ბათუმში ძირითადად კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიან. აჭარის ზღვისპირეთში ჩამომსვლელთა შორის მესამე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც დასასვენელად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. უკრაინელ და ბალტიისპირელ ტურისტებს კი სამთო-სათხილამურო კურორტები მოსწონთ. დასავლეთ-ევროპელი ტურისტები კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.

2009 წელს საქართველოში მილიონ-ნახევარი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აჭარის ზღვისპირა კურორტებს დასვენების მიზნით 60 636 სომეხი ტურისტი ეწვია. საქართველოს საზღვაო კურორტებზე იმყოფებოდა თბილისელთა 24,8%, ხოლო ზამთრის კურორტებზე - 19,8%. დღეისათვის საქართველოში ტურისტთა შემოყვანაზე 95 ტურისტული კომპანია მუშაობს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წლის განმავლობაში ამ სფეროს კვლევას წელიწადში ოთხჯერ განახორციელებს. ამის შესახებ დეპარტამენტს რეკომენდაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გაუწია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით კვლევა ჩაატარა (IPR- აი-პი-არ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც 2010 წლის 1-22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კვლევა ჩატარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, სადაც ის უცხოელები გამოკითხეს, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. შესაბამისად, მათ საქართველოში ვიზიტი დასრულებული ჰქონდათ და მათ მიერ მიღებული ყველა შთაბეჭდილება ცოცხალი და აქტუალური იყო.

"კვლევის მიზანი იყო აგვეწერა საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების ზოგადი დემოგრაფული პროფილი, ვიზიტის მიზანი, ტურიზმის პოპულარული სახეობა, ქვეყანაში ყოფნით მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებები და შეფასებები, დამოკიდებულება მასპინძელი ქვეყნის მიმართ, აგრეთვე ქვეყანაში გაწეული ტურისტული დანახარჯები," - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა.

კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. კერძოდ: მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა გარდა, საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის გერმანელი, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ. ტურისტთა 30%-ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა საქმიან და პროფესიულ მიზანს უკავშირდება. მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ტურისტების საერთო რაოდენობის 25% ჩამოდის, დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით კი - 23%. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურის ორგანიზებისთვის ტურ-ოპერატორების მომსახურებას ტურისტთა მხოლოდ 6,5% იყენებს.

თითოეული ტურისტი საქართველოში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს, დღიურად - 337 აშშ დოლარს. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ზამთრის ტურიზმში არსებულ ტენდენციებს, ამ მხრივ ტურისტების მიმზიდველი ატრაქციების სიაში შედის ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. ბათუმთან დაკავშირებით კვლევამ საინტერესო სურათი აჩვენა: ეს ქალაქი ტურისტებისთვის ზამთარშიც აქტუალურია, მათ დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენენ, რომელთა ნაწილი ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, ნაწილი კი კაზინოებში სათამაშოდ. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისს საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. კვლევის ფარგლებში ტურისტებმა მათი თვალით დანახული საქართველოს უნიკალური უპირატესობებიც დაასახელეს, რომელთა შორის მთავარ ადგილს ადამიანური ურთიერთოები, სტუმართმოყვარეობა, კლიმატური პირობები და ქართული სამზარეულო იკავებს. რაც შეეხება ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პირველ რიგში მომსახურების დაბალი დონე და კომუნიკაციის ხარვეზები დასახელდა. როგორც ბექა ჯაყელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, 2010 წელს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების რამდენიმე რაიონში უცხო ენის შემსწავლელი კურსები ჩატარდება. ამასთან, სერვისის დონის გაუმჯობესებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. შემდეგ კვლევას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მაისში ჩაატარებს - მისი მიზანი გაზაფხულის ტურისტული სეზონის ტენდენციების გამოვლენა იქნება.

რაც შეეხება შიდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის შესასწავლად დედაქალაქის მოსახლეობის მაგალითზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ თბილისელთა 34% დასასვენებლად სოფლად ან საკუთარ აგარაკზე მიემგზავრება. 24,8% წელიწადში ერთხელ საზღვაო კურორტზე ისვენებს, ხოლო 19,8 პროცენტი - სამთო კურორტზე. თბილისელთა 22 პროცენტი დაინტერესებულია კულტურული ტურებით. განსაკუთრებული დაინტერესებაა მთიან რეგიონებში მოგზაურობაზე. მათ შორის პირველ ადგილზეა სვანეთი, მეორეზე - რაჭა, შემდეგ - ხევსურეთი, ყაზბეგი და თუშეთი. თბილისელთა 9,4%-ს სამკურნალო ტურები აინტერესებს, 8,5 პროცენტს - რელიგიურ-პილიგრიმული, შემდეგ ადგილზეა სათავგადასავლო, სპორტული და ბოლოს - ეკოტურიზმი.

ევროპელ ტურისტებს საქართველოში ყველაზე მეტად რთველი ყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი მოსწონთ. ამიტომ ღვინის ტურებზე მოთხოვნა იზრდება. ყველაზე მწვავედ სასტუმროების პრობლემა რჩება, რადგან მაღალი ფასები და დაბალ სერვისი ერთმანეთთან შეუსაბამობაშია.

იაფფასიან სასტუმროებში სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების გაუმართაობა და მომსახურების დაბალი დონეა. სასტუმროების სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათებს კარგა ხანია ითხოვენ, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს კი ამ სექტორის განვითარებას ხელს უშლის.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად მომსახურების დაბალ დონეს უჩივიან. მათ უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ იმ ფასთან შედარებით, რასაც სასტუმროებში იხდიან მომსახურება საკმაოდ უხარისხოა. პრობლემა უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად რესურსები საკმაოდაა, მათი ნაწილი თითქმის აუთვისებელია.რაც შეეხება ათვისებულ მიმართულებებს: პირველი, კრეატიული პოტენციალი ქვეყნისა, რომელიც უზარმაზარია. მინერალური, სამკურნალო წყლები, ჰაერი, ტალახი, ქვიშა... ბუნებრივი პოტენციალი, გეოორიენტაციის ტურიზმი და ისტროიულ-კულტურული მემკვიდრეობა. თუმცა ჯერ ყოველივე ეს ტურიზმის რესურსად არ გაგვიხდია. საქართველოს ბუნება სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა: მდინარე, მწვერვალები, კასტრული გამოქვაბულები და ა.შ, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება და სერიოზული თანხა სჭირდება. ტურიზმი დიდი მომგების მომტანი ბიზნესია, მაგრამ ამას დასაწყებადაც დიდი თანხა სჭირდება.”ასე რომ ყველაფერი წინ აქვს ქარულ ტურიზმს

No comments:

Post a Comment