Wednesday, June 9, 2010

მსოფლიო ტურიზმი

მსოფლიო ტურიზმი

ტურიზმი არის თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგი.მსოფლიოში ტურიზმის 300-მდე მიმართულება არსებობსაბსოლუტურ ციფრებში ტურიზმისაგან მიღებული ეფექტი შემდეგნაირად გამოიყურება: საერთო შემოსავლები – 455,4 მილიონი დოლარი; ტურიზმში დასაქმებულია 300 მილიონზე მეტი ადამიანი; ყოველ 2,5 წამში მსოფლიო ტურიზმში იქმნება ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი; ყოველდღიურად ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ხდება 2,1 მილიარდიანი ინვესტირება .ტურიტული თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების:საფრანგეთი,უსა,იტალია,შვეიცარია,ესპანეთი,დიდი ბრიტანეთი,მექსიკა კანადა,გერმანია,იაპონია,ცჰინეტი,რუსეტი.თითოეული მათგანისთვის წლიური შემოსავალი ტურიზმიდან 7.5 მლრდ. დოლარიდან იწყება და 74.9 მლრდ.დოლარამდე მთავრდება.როგორც ვხედავთ ტურიზმი საკმაოდ სერიოზულად არის განვიტარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში .ეხლა ვნახოთ არსებობს თუ არა ტურიზმი საქართველოში და რა დონეზეა განვითარებული,რა პერსპექტივები აქ საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის და რა შეილძლება გაკეთდეს

link 1

link 2

ტურიზმი საქართველოში

ტურიზმი საქართველოში


საქრტველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს.აქ შეიდცლება როგორც მთიანი რეგიონების განვითარება ისე ვაკე დაბლობების და შავი ზღვის ტერიტორიების ათვისება.ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი.

2009 წელს უცხოურ ტურისტულ ვებგვერდებზე საქართველო სამოგზაუროდ საფრთხისშემცველ ქვეყანათა სიაში მოხვდა.

თუმცა 2010 წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა შეიცვალა. ტურისტების ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. აჭარის ზღვისპირეთსა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით 2009 წელს აზერბაიჯანი ლიდერობდა. მეორე ადგილი თურქებმა დაიკავეს. ისინი ბათუმში ძირითადად კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიან. აჭარის ზღვისპირეთში ჩამომსვლელთა შორის მესამე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც დასასვენელად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. უკრაინელ და ბალტიისპირელ ტურისტებს კი სამთო-სათხილამურო კურორტები მოსწონთ. დასავლეთ-ევროპელი ტურისტები კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.

2009 წელს საქართველოში მილიონ-ნახევარი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აჭარის ზღვისპირა კურორტებს დასვენების მიზნით 60 636 სომეხი ტურისტი ეწვია. საქართველოს საზღვაო კურორტებზე იმყოფებოდა თბილისელთა 24,8%, ხოლო ზამთრის კურორტებზე - 19,8%. დღეისათვის საქართველოში ტურისტთა შემოყვანაზე 95 ტურისტული კომპანია მუშაობს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წლის განმავლობაში ამ სფეროს კვლევას წელიწადში ოთხჯერ განახორციელებს. ამის შესახებ დეპარტამენტს რეკომენდაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გაუწია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით კვლევა ჩაატარა (IPR- აი-პი-არ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც 2010 წლის 1-22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კვლევა ჩატარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, სადაც ის უცხოელები გამოკითხეს, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. შესაბამისად, მათ საქართველოში ვიზიტი დასრულებული ჰქონდათ და მათ მიერ მიღებული ყველა შთაბეჭდილება ცოცხალი და აქტუალური იყო.

"კვლევის მიზანი იყო აგვეწერა საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების ზოგადი დემოგრაფული პროფილი, ვიზიტის მიზანი, ტურიზმის პოპულარული სახეობა, ქვეყანაში ყოფნით მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებები და შეფასებები, დამოკიდებულება მასპინძელი ქვეყნის მიმართ, აგრეთვე ქვეყანაში გაწეული ტურისტული დანახარჯები," - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა.

კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. კერძოდ: მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა გარდა, საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის გერმანელი, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ. ტურისტთა 30%-ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა საქმიან და პროფესიულ მიზანს უკავშირდება. მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ტურისტების საერთო რაოდენობის 25% ჩამოდის, დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით კი - 23%. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურის ორგანიზებისთვის ტურ-ოპერატორების მომსახურებას ტურისტთა მხოლოდ 6,5% იყენებს.

თითოეული ტურისტი საქართველოში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს, დღიურად - 337 აშშ დოლარს. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ზამთრის ტურიზმში არსებულ ტენდენციებს, ამ მხრივ ტურისტების მიმზიდველი ატრაქციების სიაში შედის ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. ბათუმთან დაკავშირებით კვლევამ საინტერესო სურათი აჩვენა: ეს ქალაქი ტურისტებისთვის ზამთარშიც აქტუალურია, მათ დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენენ, რომელთა ნაწილი ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, ნაწილი კი კაზინოებში სათამაშოდ. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისს საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. კვლევის ფარგლებში ტურისტებმა მათი თვალით დანახული საქართველოს უნიკალური უპირატესობებიც დაასახელეს, რომელთა შორის მთავარ ადგილს ადამიანური ურთიერთოები, სტუმართმოყვარეობა, კლიმატური პირობები და ქართული სამზარეულო იკავებს. რაც შეეხება ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პირველ რიგში მომსახურების დაბალი დონე და კომუნიკაციის ხარვეზები დასახელდა. როგორც ბექა ჯაყელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, 2010 წელს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების რამდენიმე რაიონში უცხო ენის შემსწავლელი კურსები ჩატარდება. ამასთან, სერვისის დონის გაუმჯობესებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. შემდეგ კვლევას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მაისში ჩაატარებს - მისი მიზანი გაზაფხულის ტურისტული სეზონის ტენდენციების გამოვლენა იქნება.

რაც შეეხება შიდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის შესასწავლად დედაქალაქის მოსახლეობის მაგალითზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ თბილისელთა 34% დასასვენებლად სოფლად ან საკუთარ აგარაკზე მიემგზავრება. 24,8% წელიწადში ერთხელ საზღვაო კურორტზე ისვენებს, ხოლო 19,8 პროცენტი - სამთო კურორტზე. თბილისელთა 22 პროცენტი დაინტერესებულია კულტურული ტურებით. განსაკუთრებული დაინტერესებაა მთიან რეგიონებში მოგზაურობაზე. მათ შორის პირველ ადგილზეა სვანეთი, მეორეზე - რაჭა, შემდეგ - ხევსურეთი, ყაზბეგი და თუშეთი. თბილისელთა 9,4%-ს სამკურნალო ტურები აინტერესებს, 8,5 პროცენტს - რელიგიურ-პილიგრიმული, შემდეგ ადგილზეა სათავგადასავლო, სპორტული და ბოლოს - ეკოტურიზმი.

ევროპელ ტურისტებს საქართველოში ყველაზე მეტად რთველი ყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი მოსწონთ. ამიტომ ღვინის ტურებზე მოთხოვნა იზრდება. ყველაზე მწვავედ სასტუმროების პრობლემა რჩება, რადგან მაღალი ფასები და დაბალ სერვისი ერთმანეთთან შეუსაბამობაშია.

იაფფასიან სასტუმროებში სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების გაუმართაობა და მომსახურების დაბალი დონეა. სასტუმროების სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათებს კარგა ხანია ითხოვენ, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს კი ამ სექტორის განვითარებას ხელს უშლის.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად მომსახურების დაბალ დონეს უჩივიან. მათ უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ იმ ფასთან შედარებით, რასაც სასტუმროებში იხდიან მომსახურება საკმაოდ უხარისხოა. პრობლემა უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად რესურსები საკმაოდაა, მათი ნაწილი თითქმის აუთვისებელია.რაც შეეხება ათვისებულ მიმართულებებს: პირველი, კრეატიული პოტენციალი ქვეყნისა, რომელიც უზარმაზარია. მინერალური, სამკურნალო წყლები, ჰაერი, ტალახი, ქვიშა... ბუნებრივი პოტენციალი, გეოორიენტაციის ტურიზმი და ისტროიულ-კულტურული მემკვიდრეობა. თუმცა ჯერ ყოველივე ეს ტურიზმის რესურსად არ გაგვიხდია. საქართველოს ბუნება სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა: მდინარე, მწვერვალები, კასტრული გამოქვაბულები და ა.შ, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება და სერიოზული თანხა სჭირდება. ტურიზმი დიდი მომგების მომტანი ბიზნესია, მაგრამ ამას დასაწყებადაც დიდი თანხა სჭირდება.”ასე რომ ყველაფერი წინ აქვს ქარულ ტურიზმს

2010 წლის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია

2010 წლის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია. Dტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით ზამთრის სეზონმა გაამართლა. წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 110 992 გაიზარდა. გასული წლის პირველ კვარტალში თუ ზამთრის კურორტებს 239 521 ტურისტი სტუმრობდა ამ მაჩვენებელმა წელს 350 518-მდე მიაღწია. წელს ტურისტების ნაკადით უკრაინა 26%-ით გამოირჩეოდა. შემდეგ ადგილებს გერმანია 26%, თურქეთი 12%, შვეიცარია 8%, საფრანგეთი 8%, ლატვია 8%, ესპანეთი 4%, ლიტვა 4% და შვედეთი 4% ინაწილებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს საზამთრო კურორტებზე ჩამომსვლელი ერთი ამერიკიდან ტურისტიც კი არ დაფიქსირებულა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. Dმათი ინფორმაციით 2003 წლიდან, მიუხედავად 2008 წელს გადატანილი ომისა და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა, ტურისტების რაოდენობა იქამდე გაიზარდა, რომ მილიონსაც კი გადაარჭაბა. 2009 წელს კი მათმა საერთო რიცხვმა მილიონ-ნახევარს მიაღწია. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, 2007-2009 წლებში ტურისტების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის ზრდას 2010 წლის მეორე კვარტალსაც უწინასწარმეტყველებენ.

სტატისტიკური მონაცემები შეეფერება თუ არა სინამდვილეს?

როგორც კობა არაბული (ექსპერტი ტურიზმის განვითარების საკითხებში) ამბობს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მსოფლიოში გაპიარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ესენია: ვარდების რევოლუცია, 2008 წლის აგვისტოს ომი და თუნდაც ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები. ამის გამო ტურისტების ნაწილი საქართველოთი ინტერესდება და მის სანახავად ჩამოდის კიდეც. თუმცა პიარიც პიარია და მასაც შეუძლია საპირისპირო შედეგის ჩვენება, რაც ამ შემთხვევაში საქართველოს იმ სიაში შეყვანით გამოიხატა, რასაც ტურისტებისათვის საშიში ქვეყნების ათეული ჰქვია.
,,-ეს არის მესიჯი საელჩოებისათვის, რომ ეს ქვეყნები ტურისტებისათვის არაკეთილსაიმედოა. და როცა ამ ფონზე მეუბნებიან, ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბაო არალოგიკური და სასაცილოც კია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რომ კითხო, ეს სტატისტიკური მონაცემები საიდან მოგაქვსო, გეტყვიან, საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ითვლიანო. უკაცრავად, მაგრამ ვინც საზღვარს გადმოკვეთს თუ ყველა ტურისტად უნდა მივიჩნიოთ, მაშინ გამოდის, რომ საბერძნეთში და საზღვარგარეთ ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ქართველებიც ტურისტები ყოფილან”.
არის თუ არა დეპარტამენტის მიერ შემუშვებული სტატისტიკური მონაცემები რეალური? შეეფერება თუ არა სინამდვილეს? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტის ცნობით, როცა საქართველოში ომი მიმდინარეობდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და მილიონსაც კი გადააჭარბა, ცოტა არ იყოს ეჭვს იწვევს.
,,-დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა მხოლოდ გაბერილი რიცხვებია და მეტი არაფერი. ამით კი კომკავშირულ სისტემას ემსგავსებიან. მათ იციან მხოლოდ ის, რომ ეს რიცხვები ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს, რათა ყველას დაანახონ, რომ კარგად მუშაობენ, მაგრამ ტურისტების რაოდენობას ასე რომ მიზრდი, შემოსავლებში რომ მოგკითხო, რას მეტყვი? მაგრამ საქმე ისეა აწყობილი, შემოსავლის რაოდენობას ვერსად ნახავს კაცი“

link